LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის რეზიდენციასთან უფასო კარტოფილი დაარიგეს – აქცია გრძელდება

188
kartofili

სიმბოლური საპროტესტო აქცია გრძელდება. მოძრაობა „ერთად სახლში -საქართველოს“ წევრებმა სიმბოლურად კარტოფილი იმ ადგილის მიმდებარედ დაარიგეს , სადაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი იმყოფება.

„ჩვენ ყოველთვის ვიბრძოლებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი გადადგეს და არ იყოს საქართველოს პრეზიდენტი,“ – განაცხადა მოძრაობის წევრმა, ანა ჯოჯუამ.

მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ კარტოფილით მოსულ პრეზიდენტს, ისევ კარტოფილით ვადაზე ადრე გაუშვებენ პოსტიდან.

„ვარიგებთ კარტოფილს. ეს ნიშნავს, რომ როდესაც ხმა იყიდება კარტოფილზე, ნებისმიერ რაღაცაზე, ამას მივყავართ ამ შედეგამდე, რასაც დღეს ვხედავთ“ – განაცხადა მოძრაობის დამფუძნებელმა, ნათია თვალაბეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები