LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: ყურადღებით ვაკვირდები მოვლენების განვითარებას სოხუმში

155
სალომე-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი სოხუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ მიმდინარე მოვლენებს აკვირდება.

„ყურადღებით ვაკვირდები მოვლენების განვითარებას სოხუმში და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ბედსა და ადამიანის უფლებებს ოკუპირებულ აფხაზეთში,”-წერს ზურაბიშვილი “ტვიტერზე.”

ოკუპირებულ აფხაზეთში შესაძლოა საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს

 

შეგახსენებთ, რომ მომიტინგეები სოხუმში დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ, ისინი რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ.

ოპოზიცია ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს.

არჩევნები სოხუმში 8 სექტემბერს გაიმართა, რა დროსაც დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ 47.39%-ით გაიმარჯვა, მოსახლეობის 46,17%-მა კი ხმა ალხას კვიცინიას მისცა.

ოკუპირებული აფხაზეთში საგანგებო სხდომისთვის ემზადებიან- დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ადმინისტრაციაში შეჭრის კადრები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები