LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი, რომელიც დაცვის გარეშე დადის – ავსტრიის პირველი პირი მეტროში (ფოტოები)

3327
bldnxr0jfma21

ვენის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებული ფოტო, სადაც ჩანს, როგორ მგზავრობს ავსტრიის პრეზიდენტი ვენის მეტროში, სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება.

“მომენტი, როდესაც გამოსვლის ტექსტში შეცდომით დასმულ მძიმეს იპოვი”, – წერია ფოტოს აღწერაში.

ფოტოზე ჩანს, რომ ალექსანდერ ვან დერ ბელენი დანიშნულების ადგილზე მისვლამდე დოკუმენტებს ეცნობა.

უცხოური მედიისთვის დღეს გავრცელებული ამბავი ახალი არ არის. საქმე იმაშია, რომ პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც ვან დერ ბე­ლე­ნი მეტ­რო­ში შე­ნიშ­ნეს. ავსტრიის პრეზიდენტი, რომელიც დაცვის გარეშე დადის, ხში­რად მგზავ­რობს სა­ქა­ლა­ქო ტრან­სპორ­ტით.