LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერს შეზღუდვების ერთპიროვნულად დაწესების შესაძლებლობა 2021 წლამდე ექნება

102
untitled-design-58

გახარიას დღეიდან პირველი იანვრის ჩათვლით, პარლამენტის გარეშე შეეძლება საზოგადოებას შეზღუდვები დაუწესოს. საუბარია ფუნდამენტურ უფლებებზე, რომელიც კოვიდ 19-თან ბრძოლის ფარგლებში შესაძლოა შეიზღუდოს.

კანონპროექტს, რომელსაც დღეს უყარეს კენჭი, მთელი დღის განმავლობაში საპარლამენტო ოპოზიცია აკრიტიკებდა, რადგან მათი აზრით, ეს ძალაუფლება პრემიერს არჩევნებზე ბოროტად გამოყენების საშუალებას აძლევს.

პროექტს მხარი დაუჭირა 79-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ კი ხმა ერთმა მისცა.

რიგგარეშე სხდომას „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი სხდომაზე არ გამოცხადდნენ, ისინი პოლიტიკურ ბოიკოტს აგრძელებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები