LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერის ინიციატივა: ოჯახებს, რომელთაც შეეძინებათ შვილი, საშუალება ექნებათ, იპოთეკური სესხის სუბსიდირებით ისარგებლონ

177
shutterstock-483126724

მთავრობა ოჯახებისთვის ახალი პროგრამის დაწყებას აანონსებს, კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე, ოჯახებს რომელთაც შვილი შეეძინებათ, საშუალება ექნებათ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით ისარგებლონ და ამით საცხოვრებელი პირობები შეიქმნან/გაიუმჯობესონ. ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარლამენტში სამთავრობო პროგრამის მიმდინარეობის ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

„ჩვენ არ ვიფარგლებით მხოლოდ ბიზნესის პირდაპირი მხარდაჭერით და ვიწყებთ ახალ პროგრამას ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით. კერძოდ, მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე ოჯახებს, რომელთაც შეეძინებათ შვილი, საშუალება ექნებათ, ისარგებლონ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით და ამით შეიქმნან და გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები.

აღნიშნული ინციატივების უზრუნველსაყოფად მიმდინარე და 2022 წლების პერიოდში 300 მლნ ლარზე მეტი რესურსის მობილიზება მოხდება“, – თქვა პრემიერმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები