LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: „საზოგადოებამ ნახა, როგორ მტრობს სახელმწიფოს სააკაშვილის ოჯახი და პირადად სიმულიანტი სააკაშვილი.. ეს იყო სამარცხვინო კამპანია, რომელშიც ჩართული იყვნენ მოსყიდული ყოფილი პოლიტიკოსები და ევროპელებიც“

147
Untitled design

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და გიული ალასანიას მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმიანება და აცხადებს, რომ „საზოგადოებამ ნახა, როგორ მტრობს სააკაშვილი სახელმწიფოს“.

პაპუაშვილი: „მივმართავ სამარცხვინო კამპანიაში ჩართულ ევროპარლამენტარებს, არა მარტო შეაჩერონ საქართველოს საწინააღმდეგო კამპანია, არამედ გამოასწორონ ჩვენი ქვეყნისთვის მიყენებული ზიანი“

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახი მთელს მსოფლიოში მილიონებს ხარჯავს იმისთვის, რომ საქართველოს იმიჯი დაზიანდეს:

„ჩვენმა საზოგადოებამ ნახა მტკიცებულებები, თუ როგორ მტრობს სააკაშვილის ოჯახი ჩვენს სახელმწიფოს და არა მარტო სააკაშვილის ოჯახი და პირადად სიმულიანტი სააკაშვილი, მისგან მოდის ყველაფერი.

რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩართულნი არიან ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ძალები, როგორც დამნაშავე სააკაშვილის ოჯახის წევრები და მათი ლობისტები, ასევე, სხვა დაინტერესებული პირები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, რომ ჩვენს ქვეყანაში არ იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება.

მათი ინტერესია, რომ ეს სიმშვიდე და ყველაფერი დასრულდეს და აქ იყოს ომი, ნგრევა, უბედურება, ისეთი, რაც ხდება ახლა უკრაინაში.

ამის თავი და თავი სიმულიანტი სააკაშვილის ოჯახია, მთელმა საზოგადოებამ ნახა, რომ ეს იყო სამარცხვინო კამპანია, რომელშიც ჩართული იყვნენ სამწუხაროდ, მათ მიერ მოსყიდული ყოფილი პოლიტიკოსები და სამწუხაროდ, ევროპელებიც. სიმართლე არის ერთი, ამ სამარცხვინო კამპანიას წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლომ. ამიტომ რა შეიძლება იყოს იმაზე სამარცხვინო, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი, 9 წელი, რომ მართავდა ქვეყანას, ეს სიმულიანტი კაცი, მისი ოჯახი იხდის, მილიონებს ხარჯავს მთელს მსოფლიოში იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს იმიჯი დაზიანდეს და რეპუტაცია შეილახოს და არა მმართველი პარტიის, ამ შემთხვევაში საქმე ეხება ჩვენს სახელმწიფოს მეგობრებო და ვინც ჩვენს სახელმწიფოს მიზანმიმართულად ებრძვის, ის არის ჩვენი ქვეყნის მტერი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები