LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: რაც R2-ზე ვიხილეთ პროვოკაციის ამაზრზენი აქტი და დესტაბილიზაციის მცდელობაა

204
Untitled

პრემიერ-მინისტრი საკუთარ ტვიტერის გვერდზე რუსთავი 2-ის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მიერ, პირდაპირ ეთერში ვლადიმერ პუტინის რუსულ ენაზე გინებას გამოეხმაურა.

მამუკა ბახტაძის თქმით, ეს არაფერია თუ არა პროვოკაციის აქტი და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობა:

“რაც რუსთავი 2-ზე დღეს ვიხილე ვიხილეთ არაფერია თუ არა პროვოკაციის ამაზზრზენი აქტი და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობა. ის, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია” –  წერს მამუკა ბახტაძე.

მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა ანალოგიური შინაარსის პოსტი ქართულ ენაზე ფეისბუკზეც გამოაქვეყნა:

“ის, რაც დღეს ქართულმა საზოგადოებამ იხილა რუსთავი 2-ის ეთერში, არის კატეგორიულად მიუღებელი. ამ მიმართვას ერთმნიშვნელოვნად ვაფასებ, როგორც პროვოკაციას, როგორც უდიდესი საფრთხის შემცველ გზავნილს, მიმართულს საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე და საქართველოს ყველა მეგობარი, გაემიჯნება ამგვარ ავანტიურას, ყველა გონიერი ადამიანი ამ ფაქტს შეაფასებს პოლიტიკურად ძალიან საშიში პროვოკაციის გამოვლინებად.

ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ბინძური და ამაზრზენი თამაში სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან”, – წერს პრემიერ-მინისტრი.

მსგავსი აზრი ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარესაც. მან გაბუნიას ქცევა ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ პროვოკაციად შეაფასა.

“რაც დღეს რუსთავი 2-ის ეთერში მოვისმინეთ, არის პირდაპირი პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. კითხვები აღარ არსებობს, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს”, – აცხადებს  არჩილ თალაკვაძე.

თბილისის მერმა კი განაცხადა, რომ “დაუშვებელია “პატრიოტიზმით” შენიღბული პროვოკაცია რეაგირების გარეშე დავტოვოთ”.

ერთხელ უკვე ვნახეთ იგივე პოლიტიკური ძალის მიერ ასეთი მტრობით უმძიმეს მდგომარეობამდე მიყვანილი ქვეყანა. მეორედ ამის დაშვება არ შეიძლება. არც დავუშვებთ!”, – ამ განცხადებით, კახა კალაძე სავარუდოდ, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წამყვანის მიერ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გინებას გამოეხმაურა.

ნიკა გვარამიასთვის მიუღებელია, რომ გაბუნიამ პუტინს რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში რუსულად აგინა

"არ ვაპირებ პუტინის გინების გამო ბოდიშის მოხდას, მაგრამ მიმაჩნია, რომ მშვენივრად შეიძლებოდა ამ დამოკიდებულების ჩატევა ორ სიტყვაში"

შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსკრიპტუმის“ წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ თავისი გადაცემა რუსულ ენაზე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინებით დაიწყო.

“რუსთავი 2”-ის გადაცემის წამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში პუტინის გინებაზე განცხადება გაავრცელა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ.

ქარტიის საბჭოს განცხადება “რუსთავი 2-ის” წამყვანის მიერ პუტინის გინებაზე

"გადაცემის წამყვანის ამგვარი არაეთიკური და უპასუხისმგებლო განცხადებები აღვივებს მედიის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ ხელისუფლების მისწრაფებების აქტუალობას"

 

პოპულალურები