LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NATO-ს ბრიუსელის ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, წამყვან სპიკერად არის დასახელებული: საგარეო უწყება

35
ირაკლი-ღარიბაშვილი

2021 წლის 14-18 ივნისს მიმდინარე ნატო-ს სამიტის ფარგლებში, გაიმართება ბრიუსელის ფორუმი. ფორუმის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ღონისძიების დღის წესრიგი, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წამყვან სპიკერად არის დასახელებული ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და მსოფლიო ლიდერბთან ერთად, მათ შორის თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდერ და კრუსთან, ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასთან, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან, სლოვაკეთის პრეზიდენტ ზუზანა ჩაპუტოვასთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, ღონისძიებაში, რომელიც თემატური პანელებისგან შედგება, საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვა პანელზე, სახელწოდებით Investing in Resilience, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილდება ნატო-ს მოკავშირეებს შორის მდგრადობის ინტეგრირებულ და კოორდინირებულ მიდგომაში ინვესტირების მნიშვნელობაზე.

გამომსვლელებს შორის ასევე იქნებიან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი ჯერარდ კონოლი და ატლანტიკური საბჭოს დირექტორი ანნა ვიესლანდერი.

აღნიშნულ თემაზე ისაუბრა დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. დავით ზალკალიანის განცხადებით, ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება მიმართვა ბრიუსელის ფორუმის მიმართ, სადაც ის იმ პრიორიტეტებზე ისაუბრებს, რომელიც საქართველოს აქვს ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით.

მაღალი დონის წარმომადგენლობა იქნება – სახელმწიფოს მეთაურები, პრემიერ-მინისტრები და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არის მიპატიჟებული. მას ექნება მიმართვა ბრიუსელის ფორუმის მიმართ, სადაც  ისაუბრებს იმ პრიორიტეტებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით, ქვეყნის მდგრადობაზე იმ გამოწვევებთან მიმართებაში, რაც არის აქტუალური და რა თქმა უნდა, ხაზს გაუსვამს იმას, რომ ჩვენი საბოლოო მიზანი არის ნატოში სრულფასოვანი ინტეგრაცია.

ვფიქრობ, რომ მიუხედავად ამ ფორმატისა, საქართველომ მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო შესაბამისად წარმოდგენილი ბრიუსელის ამ სამიტზე და ჩვენთვის მნიშვნელოვანი დებულებები ყოფილიყო ასახული საბოლოო დოკუმენტებში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები