LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: მილიონს, თუ მეტს არა, უკვე გადატანილი აქვს კოვიდი და საბოლოო ჯამში სიტუაცია დამშვიდდება

59
ირაკლი ღარიბაშვილი

“მილიონს, თუ მეტს არა, უკვე გადატანილი აქვს კოვიდი და საბოლოო ჯამში, სიტუაცია დამშვიდდება. რაც მთავარია, ჩვენ მოვახერხეთ, რომ ტურიზმი არ გავაჩერეთ, ტურიზმის და ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა “ქართული ოცნების” თიანეთის მერობის კანდიდატის, ლევან წიკლაურის წარდგენის დროს განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანას უპრეცედენტო, 12%-იანი ეკონომიკური ზრდა აქვს, სეზონი კი არ ჩავარდნილა როგორც მთაში, ასევე ზღვისპირა კურორტებზე.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ შედეგს შენარჩუნება სჭირდება და რომ ეს ყველაფერი ვაქცინაციაზე გადის.

ირაკლი ღარიბაშვილმა პანდემიასთან ბრძოლის კუთხით გაწეული შრომისთვის ექიმებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა:

“ყველას მკურნალობს და ყურადღებას აქცევს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა. კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს გმირ ექიმებს მართლაც ძალიან გმირული შრომა გასწიეს მათ და ეწევიან ახლაც. ჩვენი ვარაუდით, ვუსმენთ რა ეპიდემიოლოგებს, ექსპერტებს და მეცნიერებს, სიტუაცია უკვე სტაბილურდება, დამშვიდებისკენ მიდის, საჭიროა სექტემბრის ბოლომდე ვაქცინაცია ჩაიტაროს ყველა მოქალაქემ, დაიცვას საკუთარი თავი, მშობლები, ახლობლები და ნათესავები, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ნებაყოფლობითია.

სექტემბრის ბოლოს, ჩვენი დიდი ვარაუდით და ასეთი დავალება მაქვს მიცემული, რომ კარგი იქნებოდა, სასურველი იქნებოდა 2 მილიონი აცრის ჩატარება. დაახლოებით მილიონი ადამიანი იქნება აცრილი ქვეყანაში. მილიონს, თუ მეტს არა, უკვე გადატანილი აქვს კოვიდი და საბოლოო ჯამში სიტუაცია დამშვიდდება. რაც მთავარია, ჩვენ მოვახერხეთ, რომ ტურიზმი არ გავაჩერეთ, ტურიზმის და ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს. გვაქვს უპრეცედენტო, 12%-იანი ეკონომიკური ზრდა, სეზონი არ ჩავარდა, როგორც მთაში, ასევე ზღვისპირა კურორტებზე. აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება.

ეს ყველაფერი გადის ვაქცინაციაზე, ვიმეორებ, ეს არის რა თქმა უნდა, ნებაყოფლობითი, მაგრამ კარგად უნდა გავიაზროთ და გავითავისოთ, რომ ეს არის აბსოლუტურად უსაფრთხო და არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს. ბევრმა ქვეყანამ საბოლოო ავტორიზაცია მისცა უკვე ვაქცინას.” – განაცხადა ღარიბაშვილმა.