LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: ახალ, 15 ათასს მაყურებელზე გათვლილ სპორტის სასახლეს ავაშენებთ

127
driiri

ლისის ტბაზე საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელიც ევროპის 2021 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვებას მიეძღვნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, კალათბურთს ფედერაციის ხელმძღვანელები, ეროვნული ნაკრების წევრები, მოქმედი და ვეტერანი კალათბურთელები. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კალათბურთელებსა და ქართული სპორტის გულშემატკივრებს მიღწეული წარმატება მიულოცა და ყურადღება გაამახვილა ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე.

„მინდა მოგილოცოთ ეს დიდი გამარჯვება. საქართველოს ისტორიაში პირველად, ჩვენ ვუმასპინძლებთ ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში და ეს არ არის მხოლოდ ქართული სპორტის დიდი გამარჯვება, ეს არის დიდი გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის. მე მსურს ქართული სპორტის ყველა გულშემატკივარს და საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო, ვინაიდან ეს არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება. კონკურენცია იყო ძალიან მძიმე და 13 ქვეყანას შორის იყოს ძალიან მძაფრი. საბოლო ჯამში არჩევანი გაკეთდა გერმანია, ჩეხეთზე, იტალიასა და საქართველოზე. ეს არის ძალიან დიდი წარმატება და მინდა იცოდეთ, რომ ეს წარმატება არ მოსულა ერთ დღეში. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით იმისთის რომ საქართველოს მიეღო ეს გამარჯვება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამავე დროს ამავე ტურნირის მასპინძლობის ფარგლებში ავაშენებთ ახალ 15 ათასს მაყურებელზე გათვლილ სპორტის სასახლეს და დარწმუნებული ვარ ეს სასახლე გახდება ახალი სავიზიტო ბარათი ჩვენი ლამაზი დედაქალაქისთვის“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

https://www.facebook.com/bakhtadzemamuka/videos/493184848125660/?epa=SEARCH_BOX

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები