LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერ მინისტრის მისვლა პარლამენტში ძალიან დაგვიანებულია – ირაკლი აბესაძე

107
maxresdefault

„პრემიერ მინისტრის მისვლა საქართველოს პარლამენტში ძალიან დაგვიანებულია“,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობამ გასული 3 თვიანი პერიოდი ფაქტობრივად გაფლანგა, რადგანაც მათი მხრიდან არცერთი კონკრეტული გეგმა წარმოდგენილი არ ყოფილა.

სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით აქვს კითხვები „ევროპულ საქართველოს“ პრემიერ მინისტრთან ხვალ პარლამენტში, სადაც გიორგი გახარია დეპუტატებს კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებულ ანგარიშს წარუდგენს.

პრემიერი მზად არის პარლამენტის ტრიბუნიდან უპასუხოს კითხვებს, რომელიც საზოგადოებაში დაგროვდა

"საქართველოს მთავრობა გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანამ ჩაატაროს წარმატებული, სრულად ღია, დემოკრატიული არჩევნები" - გიორგი გახარია.

„ჩვენ ვითხოვდით მის მოსვლას საგანგებო მდგომარეობის დროს და საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებისას, რადგანაც ადამიანებს ამ მძიმე კრიზისულ პერიოდში უნდა ჰქონდეთ წარმოდგენა რას აკეთებს მთავრობა და როგორ აპირებს იმ პრობლემებთან გამკლავებას, რომელიც ისედაც იყო ამ ხელისუფლების პირობებში და პანდემიამ კიდევ უფრო დამაძიმა.

გამომდინარე აქედან, ჩვენი შეკითხვები ორ ნაწილად გაიყო.

როგორ რეაგირებდა კრიზისის პერიოდში მთავრობა და არამხოლოდ ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით. კარგია, რომ გვყავს ცოტა გარდაცვლილი ადამიანი, თუმცა ძალიან მძიმეა ეკონომიკური მდგომარეობა.

გვაქვს კითხვის ნიშნები მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის, ასევე კეთილსინდისიერების მიმართულებით. ჩვენ ვნახეთ არაერთი კორუფციული გარიგება. ვნახეთ გაფლანგული თანხები და სხვადასხვა რეგიონებში დარიგებული პრემიები.

გიორგი გახარიას პარლამენტში 27 მაისს ელოდებიან

პრემიერი საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობის მუშაობის შესახებ ისაუბრებს, წლიურ ანგარიშს კი დეპუტატები ივნისში მოისმენენ.

მეორე კითხვა ეხება იმას, თუ რას აპირებს მთავრობა მომავალში. ფიქრობს თუ არა, რომ უმუშევრად დარჩენილი ადამიანები უნდა დავტოვოთ 200 ლარის ამარა. უნდა დარჩეს თუ არა ის 600 000 თვითდასაქმებული ადამიანი დახმარების გარეშე. შეზღუდვების გაუქმების შემდეგ მათ ნაწილი ძველ საქმიანობას ვერ დაუბრუნდა.

ჩვენ არ ვიცით რა არის მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა. არ გვინახავს საგანგებო ბიუჯეტი, რომელიც დღემდე არ არის პარლამენტში შემოტანილი.

ეს 3 თვიანი პერიოდი ფაქტობრივად გაიფლანგა მთავრობის მხრიდან“,- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ხვალ პარლამენტში ელოდებიან. გიორგი გახარია დეპუტატებს კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებულ ანგარიშს წარუდგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები