LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერ მინისტრი პარლამენტს წარუდგენს დეტალურ ანგარიშს საგანგებო მდგომარეობის დროს განხორციელებულ აქტივობებზე – ბექა დოჭვირი

105
5dc1117f2ad73

პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია საგანგებო მდგომარეობის დროს განხორციელებულ აქტივობებზე დეტალურ ანგარიშს პარლამენტში წარადგენს. ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ბექა დოჭვირმა “ფორტუნას” ეთერში განაცხადა.

მისი განმარტებით, ყველასთვის ნათელი და გამჭირვალე უნდა იყოს ის აქტივობები, რაც აქამდე მთავრობამ განახორციელა.

“პრემიერ მინისტრი წარადგენს დეტალურ ანგარიშს თუ რა აქტივობები განახორცილა მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის დროს. ეს პარლამენტისთვის და ასევე მოსახლეობისთვის ნათელი და გამჭირვალე უნდა იყოს. სწორედ ამიტომ ყველა საკითხი დეტალურად იქნება განხილული და კითხვებზე, რომელიც შეიძლება დღეის მდგომარეობით არსებობდეს მოსახლეობაში პასუხები იქნება გაცემული”,-განაცხადა ბექა დოჭვირმა.

როგორც საპარლამენტო მდივანმა აღნიშნა, პრემიერ მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში სხვა ფორმატის ფარგლებშიც მივა. “საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს სამთავრობო გეგმის შესრულების შესახებ და ეს პირველ ივნისამდე უნდა მოხდეს”,- აღნიშნა ბექა დოჭვირმა.

გიორგი გახარია მომდევნო 1 თვის განმავლობაში პარლამენტში სამჯერ მივა. მთავრობის მეთაური საკანონმდებლო ორგანოს წინაშე 27 მაისს საკუთარი სურვილით, 29 მაისს ინტერპელაციის წესით, ივნისში კი წლიური ანგარიშით წარსდგება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები