LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოროშენკო ზელენსკის: „ბატონო ზელენსკი, თქვენთვის ცუდი სიახლე მაქვს: 17 იანვარს უკრაინაში ვბრუნდები”

192
BeFunky-collage (12)

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ ვარშავადან უკრაინაში ბრუნდება.

ამის შესახებ პოროშენკო სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მიმართვაში აღნიშნავს.

როგორც ის აღნიშნავს, უკრაინის ხელისუფლება ყველა ღონეს მიმართავდა მის დასაშინებლად.

„ისინი შეეცადნენ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დახმარებით ჩემს დაკავებას. რატომ კეთდება ეს? პირველ ყოვლისა, ჩემს დასაშინელად. მათ ეს ნამდვილად არ გამოუვათ. ისევე, როგორც ჩვენ არ გვეშინოდა პუტინის, ისევე როგორც ჩვენ მას წინააღმდეგობა გავუწიეთ, ჩვენ ნამდვილად არ შეგვეშინდება ზელენსკის“,-წერს პოროშენკო.

როგორც პოროშენკო აღნიშნავს, მას სურს, უკრაინა რუსეთის აგრესიისგან დაიცვას.

„ბატონო ზელენსკი, თქვენთვის ცუდი სიახლე მაქვს: 17 იანვარს 09:10 საათზე ვარშავადან რეისით მე უკრაინაში ვბრუნდები. რა თქმა უნდა, არა იმისთვის, რომ თქვენგან დავიცვა თავი, თქვენ ამად არ ღირხართ. არამედ იმისთვის, რომ უკრაინა დავიცვა. დავიცვა უკრაინა რუსეთის აგრესიისგან. დღეს აქ ბრიუსელში, ყველა ამბობს, რომ ეს არის საფრთხე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. შესაძლოა, ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე ბოლო 30 წლის განმავლობაში. თუმცა თქვენ ეს არ გესმით“, – აცხადებს პოროშენკო მიმართვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები