LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პომპეოს ვიზიტს განვიხილავ გზავნილად, რომ აშშ არ აპირებს დატოვოს საქართველო, პირიქით უფრო გააღრმავოს ურთიერთობები – კახა გოგოლაშვილი

96
BeFunky-collage

„ამ ვიზიტს განვიხილავ, როგორც გზავნილს. აშშ არ აპირებს დატოვოს რეგიონი, საქართველო და აპირებს უფრო გააღრმავოს ურთიერთობები“,- ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარმა კახა გოგოლაშვილმა „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ ვიზიტის ერთ-ერთი მოტივი შეიძლება იყოს საქართველოსთვის ევრიოატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის წინსვლის დახმარება.

„რას უნდა ნიშნავდეს ეს, თუ არა იმას, რომ აშშ-ის მომავალი ადმინისტრაციისთვის სახელმწიფო მდივნის აპარატი აპირებს რაღაც შეთავაზებების გაკეთებას რანაირად რავიდეს წინ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის საქმეში, კონკრეტულად ნატოში ინტეგრაციით. რათქმაუნდა ბაიდენის ადმინისტრაცია ამ მიმართულებით კიდევ უფრო აქტიური გახდება. მისთვის იქნება ერთ-ერთი ამოცანა ნატოს გაძლიერება. თავისთავად შესაძლოა საუბარი ასევე ნატოს გაფართოების კონტექსტშიც იყოს და აშშ-მ ისევ იკისროს უფრო აქტიური ლიდერი მონაწილის როლი ნატოს გაფართოების თემასთან დაკავშირებით. აქ კიდევ პირველ რიგში რათქმაუნდა საქართველოს საკითხი გაჩნდება, იმიტომ, რომ ეხლა ამ ეტაპზე ყველაზე ახლო, ყველა შესაძლო ქვეყნებიდან ვისაც ასპირაცია აქვს ნატოში გაწევრიანების საქართველოა“,-განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

შედით პარლამენტში: ბოიკოტი იგივეა, რაც უკვე ნანახი ფილმის ხელახლა ნახვა – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

მისივე თქმით, აშშ-ს მომავალი ადმინისტრაციაში აუცილებლად გახდება განხილვის საგანი, რომ შესაძლოა თავისი სამხედრო ყოფნა გარკვეული სახით საქართველოში წარმოადგინოს.

„ეს აუცილებლად გახდება განხილვის საგანი მომავალი ადმინისტრაციის გეგმების დალაგებისას. არ ვფიქრობ, რომ მყისიერად შეიძლება ეს საკითხი გადაწყდეს, მაგრამ აშშ-მ შესაძლოა სერიოზულად დაიწყოს ფიქრი იმაზე, რომ თავისი სამხედრო ყოფნა რაღაცა სახით წარმოადგინოს საქართველოში, რადგან ის ერთადერთ ქვეყანად რჩება, რომელზეც რუსეთს არ აქვს რეალური გავლენის ბერკეტები“,-განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

პომპეოს ვიზიტი საქართველოში და უცხოური მედიის გამოხმაურება

სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, ვაშინგტონში დაძაბული კვირის შემდეგ, საქართველოში ჩამოვიდა. მან ოფიციალური შეხვედრები დღეს საქართველოს პრეზიდენტთან აუდიენციით დაიწყო. დღესვე სახელმწიფო მდივანი პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და პატრიარქ ილია მეორეს, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები