LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთში ჩასულ ქართველებს 10 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ

162
LOT-Polish-Airlines-787-8-SP-LRE

საქართველოში ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ის გენერალური გაყიდვების სააგენტოს LOT Travel-ის ინფორმაციით,  14 ოქტომბრის შემდეგ 27 ოქტომბრამდე, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც გეგმავენ მგზავრობას პოლონეთის მიმართულებით, ვალდებულნი არიან 10 დღიანი სავალდებულო კარანტინი გაიარონ.

„მგზავრის მიერ ივსება სადეკლარაციო ანკეტა ვარშავაში ჩაფრენამდე, სადაც აუცილებლად უნდა იყოს მითითებული კარანტინის გავლის მისამართი. იმავე მისამართს ჩაინიშნავს სასაზღვრო კონტროლი ვარშავაში მგზავრის შემდგომი შემოწმების მიზნით.

მგზავრებმა ზედმიწევნით ზუსტად უნდა შეავსონ ანკეტაში მოთხოვნილი პუნქტები. საკარანტინე ვადის ათვლა იწყება ჩაფრენიდან მეორე დღეს.

„ლოტ პოლონეთის ავიახაზები“ და „ლოტ თრეველი“ გისურვებთ მშვიდობიან მგზავრობას“, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც LOT Travel ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები