LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთის პარლამენტმა ბელარუსის საზღვართან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა

30
ბელარუსი-პოლონეთის საზღვარი

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, პოლონეთის პარლამენტმა ბელარუსის საზღვართან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა.

მათივე ცნობით, არალეგალი მიგრანტების რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო, პოლონეთის სეიმმა მხარი დაუჭირა მთავრობის გადაწყვეტილებას – ბელარუსის საზღვართან საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ.

პოლონეთის მთავრობამ ბელარუსის საზღვართან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ბრძანებულებას 2 სექტემბერს მოაწერა ხელი, თუმცა ძალაში შესვლისთვის აუცილებელი იყო პარლამენტის თანხმობა.

როგორც მედია წერს, საგანგებო მდგომარეობა ძალაში 30 დღის განმავლობაში იქნება და ბელარუსთან საზღვრის სამკილომეტრიან მანძილს მოიცავს.

მათივე ცნობით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, აღნიშნულ ტერიტორიაზე აიკრძალება მასობრივი ღონისძიებები, ხოლო პირებს, რომლებიც არ ცხოვრობენ აღნიშნულ დასახლებებში, პირადობის მოწმობის ტარება მოეთხოვებათ.

გარდა საგანგებო მდგომარეობისა, პოლონეთი ბელარუსი საზღვარზე 2,5 მეტრის სიმაღლის ღობის მშენებლობასაც გეგმავს.

აგვისტოს დასაწყისიდან მოყოლებული, ბელარუსიდან პოლონეთში არალეგალთა გადმოსვლის დაახლოებით 3 500 ფაქტი დაფიქსირდა.

გარდა პოლონეთისა, ბელარუსიდან არალეგალ მიგრანტთა ნაკადის ზრდა შეინიშნება ლიტვასა და ლატვიაშიც, რომელთა მთავრობები პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმს ჰიბრიდული ომის წარმოებაში და მიგრანტთა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებენ.

ევროკავშირი კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალ, რიგით მეხუთე პაკეტს ამზადებს, რომლის მიზეზად ევროკავშირის წინააღმდეგ მიგრანტების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება სახელდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები