LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პოლიტპატიმრების გათავისუფლება არჩევნების დროს ერთ-ერთი წამყვანი თემა უნდა იყოს”

87
ოპოზიცია (1)

დგას თუ არა ჩაშლის პირას 8 მარტის შეთანხმება და რას იზამს ხელისუფლება – ეს შეკითხვები აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ოპოზიციამ მმართელ გუნდს ულტიმატუმი წაუყენა, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდა. დღეს გაერთიანებული ოპოზიციის წევრები კორონაპანდემიის შემდეგ პირველ გაფართოებულ შეხვედრას მართავენ. მანამდე კი დღის თემაში ჩვენ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძეს ვესუაბრეთ.

ძალიან მნიშვნელოვანია კულუარული ლაპარაკი, არა იმდენად ის, რაც დეკლარაციაში წერია. დოკუმენტში ბუნებრივია ვერ ჩაიწერებოდა პოლიტპატიმრების თემა ან ის, რომ ხელისუფლებამ კონკრეტული პირები გაათავისუფლოს, მაგრამ არსებობს მოლაპარაკებები, რომელიც ამის მიღმა რჩება, ესაა საინტერესო. ვერ ჩაერევა ხელისუფლებაო რომ ამბობენ –  დემოკრატიულ საზოგადოებაში, ცხადია, ეს წარმოუდგენელია,  მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ იმ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ, სადაც უფრო მეტად მუშაობს, ტელეფონის ზარი”

– ვისი ტელეფონის ზარი 

– ხელისუფლების, ვისაც გავლენა აქვს სასამართლო პროცესებზე. საქართველოში სამართლიანი სასამართლოს არსებობა ყოველთვის იდგა კითხვის ნიშნის ქვეშ და დღესაც ასეა. ამიტომ როცა ამბობენ, რომ ვიღაც რაღაცაში ვერ ჩაერევა, ეს წმინდა წყლის დეკლარაციაა.  ზოგადად, არსებული სიტუაცია საფრთხილოა, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე საგარეო ურთიერთობების კუთხით. ხელისუფლება თუ იმას უზრუნველყოფს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს ოპოზიციის გარეშე, მაშინ ქართული ოცნება გაცილებით დიდ პოლიტიკურ ქულას დაიწერს. შეთანხმებას შეასრულებს და პარტნიორებს ეტყვის, რომ არჩევნებს სუფთად ჩავატარებ.

არჩევნების ლეგიტიმაცია ამის გამო კითხვის ნიშნით ქვეშ ხომ არ დადგება 

არჩევნებს ლეგიტიმაციას ცესკო კი არ აძლევს, არამედ დასავლეთი. თუ ისინი აღიარებენ, რომ კარგად ჩატარდა, ე. ი. ლეგიტიმური იქნება. ამ სიტუაციაში ვფიქრობ, რომ ოპოზიცია ძალიან რადიკალურია, უკან დასახევ გზას თითქმის არ იტოვებს. პოლიტიკაში უფრო მეტი მოქნილობაა საჭირო.

რაში უნდა გამოიხატოს ოპოზიციის მოქნილობა

– მე არ ვამბობ, რომ პატიმრებზე არ უნდა ისაუბრონ. პატიმართა თემა არ უნდა მოიხსნას, ის უნდა იყოს ერთ-ერთი წამყავნი საკითხი მთელი არჩევნების დროს, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებები არ უნდა ჩააგდონ.

ფიქრობთ, რომ 8 მარტის შეთანხმება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ? 

– გამორიცხული არ არის, რომ ჩაიშალოს 8 მარტის შეთანხმება. აქ ლაპარაკი იქნება ვის დაბრალდება ჩაშლა. ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ვის მხარეს იქნებიან და ვის დაანადაშაულებენ. ერთი რამ ფაქტია, ოპოზიცია-ხელისუფლების დროს მოლაპარაკებების დროს ამ ხალხის გათავისუფლებაზე საუბარი იყო. გაუჭირდებათ პარტნიორებს პირდაპირ იმის თქმა, რომ ხალხი გაათავისუფლეთო, აქ მნიშვნელოვანია ხელისუფლების შეგრძნება. ანუ თუ არ შევასრულებ დაპირებას, რას იზამენ პარტნიორები. აღარ წამოვა საქართველოში 3 მილიარდ ნახევარი ? თუ მეგობარი ქვეყნების განცხადებებს და მოწოდებებს კონრეტული პირობები არ მოჰყვა ხელისუფლებისთვის, ის არ შეასრულებს შეთანხმების ამ კონკრეტულ ნაწილს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები