LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკური ლიდერების გარეშე ცვლილებები არ ხდება, მივმართავ ყველა ოპოზიციურ პარტიას, პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ თავზე – ხიდაშელი

179
თინა ხიდაშელი

მივმართავ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომ გვერდზე გადადონ, თუ რაიმე სრულიად გულწრფელი წუხილები აქვთ და პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ თავზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ 3 ივლისს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე – „შინ ევროპისკენ“ საუბრისას განაცხადა.

„ასეთი რამ არ არსებობს ბუნებაში, რომ პოლიტიკური შედეგი დადგეს პოლიტიკური მოთამაშეების გარეშე, ეს არ არსებობს, ამიტომ ამ კეკლუცობას რაც უფრო მალე მოეშვება ეს ხალხი, რომ „ვაიმე, პარტიები, უიმე, როგორ გეკადრებათ“, კარგი იქნება. პოლიტიკურ ბრძოლას სჭირდებიან პოლიტიკური ლიდერები, პოლიტიკური ლიდერების გარეშე ცვლილებები არ ხდება. ამიტომ, მე მივმართავ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომ გვერდზე გადადონ თუ რაიმე სრულიად გულწრფელი წუხილები აქვთ და პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ თავზე. სამოქალაქო საზოგადოება ამ პროცესში შეიძლება იყოს ძალიან კარგი დამხმარე, მაგრამ ის ვერ ჩაანაცვლებს პოლიტიკურ პარტიებს“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები