LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკოსებიც ხუმრობენ: წითელი ნაჭერი, გოიმი და პარლამენტში ატეხილი “სროლა”

580
103703284-3028389677268082-2662273246314953704-n

მართალია მსოფლიოში კორონავირუსი მძვინვარებს, მაგრამ საქართველოში პოლიტიკოსები არჩევნებისთვის ემზადებიან და ხუმრობის ხასიათზეც ხშირად არიან.

მათ შორის ბოლო დროს გამოირჩევა, უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე. მან ოპოზიცია ხარს შეადარა.

„ოპოზიცია ხარზე მეტად ძროხას უფრო ჰგავს. ეს არის რეალობა, რასაც ხედავს საზოგადოება. რაც შეეხება წითელ ნაჭერს, ბუნებრივია, მე მზად ვარ გავაგრძელო წითელი ნაჭრის ფუნქციის შესრულება ოპოზიციისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ოპოზიციას მიეჩინოს საკუთარი ადგილი “, – თქვა კობახიძემ და საკუთარ იუმორზე თავადაც იცინა. 

 

ოპოზიცია ხარზე მეტად, ძროხას გავს ...

მისი სიცილი კი სოციალურ ქსელში ბევრს გაუკვირდა, მას ხშირად უემოციურობაში ადანაშაულებენ.

ეს ერთადერთი ფრთიანი ფრაზა არაა, რომელიც მან ოპოზიციის მიმართ გააჟღერა. 

სიტყვა „გოიმი“ მან ოპოზიციის მიმართ გამოიყენა, თუმცა მოგვიანებით განმარტა, რომ შეურაცხმყოფელი ტერმინი არ არის და ის უბრალოდ ფაქტის შეფასებაა, რომელიც უპრინციპობას უფრო ნიშნავს.

რამდენიმე დღის წინ, კობახიძის წყალობით ბევრმა დაგუგლა სიტყვა „გოიმი“ რას ნიშნავდა და სოციალურ ქსელში ბევრი წერდა, რომ ის მაინცდამაინც შეურაცხმყოფელი სიტყვა არაა, რადგან რეალურად არაებრაელს ნიშნავს. აქვს უნდა აღინიშნოს, რომ თავის თავში სიტყვა არაებრაელი შეურაცხმყოფელია, რადგან თავად ებრაელები მიიჩნევდნენ, რომ არაებრაელი ხარ, ე.ი. ჩამორჩენილი ხარ. 

ფრთიანი ფრაზებით ხშირად გვანებივრებს რომან გოცირიძე. მისი ბოლოდროინდელი დასამახსოვრებელი ხუმრობა კობახიძეს უკავშირდება.

„ირაკლი კობახიძეს განუცხადებია, გოცირიძემ ხუთ წუთში რვა ტყუილი თქვაო – სინამდვილეში რვა სიმართლე ვესროლე და რვავე შუბლში მოხვდა“. 

ბოლო დროს ბევრი გაამხიარულა პარლამენტში ატეხილმა „სროლამ“.

მაშინ, როცა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე ჟურნალისტებს კომენტარს აძლევდა, კადრში “ოცნების” წევრი გია ვოლსკი გამოჩნდა.

კამერებმა დააფიქსირეს, როგორ „უმიზნებს“ თითებით „იარაღს“ გია ვოლსკი რომან გოცირიძეს.

საპასუხო სროლამ არ დააგვიანა. 

„გიას დაავიწყდა, რომ გამოცდილება მაქვს პოლიტიკაში და შესანიშნავი შვიდეულის ერთ-ერთი მთავარი წევრი ვარ. ამ შვიდეულს მერე ჩამოგითვლით ვინ არიან. მე ნამდვილი ტყვიები მესროლა, მე ვესროლე ბამბის ტყვიები“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

სამართლიანობა მოითხოვს, დაზუსტდეს, რომ ვოლსკიმ ერთხელ, ხოლო გოცირიძემ ორჯერ გაისროლა. 

საბედნიეროდ პარლამენტში დენთის სუნი არ დამდგარა.

რომან გოცირიძის „საპასუხო გასროლა ...

და მაინც, გულს უხარია, რომ კორონავირუსისა და წინასაარჩევნო დაპირისპირებების მიუხედავად, ჩვენს პოლიტიკოსებს იუმორის გრძნობა არ დაუკარგავთ. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები