LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციისა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლის დროს აქციის ერთი მონაწილე დაშავდა

206
20191116110454

„ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის წინ დაპირისპირება გრძელდება. აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა „ქართული ოცნების“ ოფისის პიკეტირება მოეხდინათ, რის შემდეგაც დაპირისპირება დაიწყო.

„ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა.

ჯარს გამოიყვანენ? ბოლომდე შევასკდებით - ელენე ხოშტარია

ქართული ოცნების” ოფისთან, უმრავლესობის სხდომის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლაა. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისის შესასვლელების პიკეტირება სურთ, თუმცა პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს.

პოლიციისა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლის დროს აქციის ერთი მონაწილე დაშავდა.

"ქართული ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქცია იმართება

აქციის მონაწილეების განცხადებით, „ქართული ოცნების“ ოფისთან უმრავლესობის სხდომის დასრულებამდე დარჩებიან.

ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, აქციაზე ერთ-ერთ ოპერატორს ხელი მოტყდა.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე, რომელიც ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს .ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს იხილავდნენ, მათ შორის საპარლამენტო თანამდებობისა და ბიუჯეტის საკითხს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები