LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციელი, რომელიც პატრულის მანქანით ლისის გზაზე ბავშვს დაეჯახა, დააკავეს

187
dakaveba-0

პოლიციელი, რომელიც ლისის გზაზე საპატრულო ავტომანქანით ქვეითად მოსიარულე ბავშვს დაეჯახა, დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სამართალდამცავს ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარდგენია.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შეგახსენებთ, გუშინ, 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე ლისის გზაზე მოძრავი სამართალდამცავი ქვეითად მოსიარულე 2008 წელს დაბადებულ მ.გ.-ს შეეჯახა. მოზარდი  ჟვანიას სახელობის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები