LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავა

82
FORTUNA.GE- (1)

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, თბილისში ორი პირი დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი წარსულში ნასამართლევია.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორებს ტელევიზიის კუთვნილი მიკროფონი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ ორივე ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ძარცვას გულისხმობს, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დანაშაული 5-დან – 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები