LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციამ „გირჩის“ ლიდერები დააჯარიმა: „საგანგებო მდგომარეობა ხელისუფლების პიარია“

97
94337770-2850175548404459-2713562407787036672-n

საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისა და იპოდრომზე აქციის გამართვისთვის სამართალდამცავებმა „გირჩის“ ლიდერები დააჯარიმეს.

„გირჩის“ მთავარი მოთხოვნა იყო, რომ შეწყდეს საგანგებო მდგომარეობა.

„თქვენი საპროტესტო ქმედება კანონის დარღვევაა. საქართველოს მთავრობის  დადგენილებით საგანგებო მდგომარეობის დროს იკრძალება შეკრება-მანიფესტაცია. ამასთან დაკავშირებით აუცილებლად დაჯარიმდებით და შესაბამისად მოგიწოდებთ, დატოვოთ აღნიშნული ტერიტორია“, – განუცხადეს ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა „გირჩის“ ლიდერს.

თავად ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მათი შეკრება აქცია-სეირნობა იყო.

„დაჯარიმებას ველოდებოდი, ეს არ არის მნიშვნელოვანი, ნებისმიერ შემთხვევაში ეს აქცია მნიშვნელოვანია. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ამ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც არ ეგუებიან ასეთ მონურ პირობებში ყოფნას, რომლებსაც ესმით, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს დადგენილ შეზღუდვებს არანაირი კავშირი არ აქვს ვირუსული ინფექციის გავრცელებასთან და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი არის ამ ხელისუფლების პოლიტიკური პიარი. ისინი უსინდისოდ იწერენ ქულებს საგანგებო მდგომარეობით შექმნილი სიტუაციით და ამ ყველაფრის შედეგი არის ის, რომ ხალხის უდიდესი ნაწილი დარჩენილია შემოსავლის გარეშე და ისინი უბრალოდ შიმშილობენ“, – აღნიშნა „გირჩის“ ლიდერმა.

ზურაბ ჯაფარიძე და რამდენიმე აქტივისტი პოლიციამ 3000 ლარით დააჯარიმა.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდა.

 

სულ ცოტა ხნის წინ კი ზურაბ ჯაფარიძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ მას მართვის მოწმობაზე ქულები ჩამოაკლეს.

“3,000 ლარი ჯარიმა ok, და მართვის მოწმობაზე ქულები რატომ დამაკლეს?” – კითხულობს “გირჩის” ლიდერი და შეტყობინების ფოტოს აქვეყნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები