LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიცია მომადგა სახლში და ბრალს მიყენებენ – გიგი უგულავა

292
79276730-2655063627920640-7823490977879818240-n

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ პოლიცია ბრალს 126-ე მუხლით უყენებს, რომელიც პირის ცემას გულისხმობს.

“ჰოი საოცრებავ. პოლიცია დიდსულოვნად მომადგა სახლში და ბრალს მიყენებენ 126-ე მუხლით პირველი ნაწილით რაც პირის ცემას გულისხმობს.
ვინმე ბადრი გავაშელაშვილი ყოფილა ვინც მიჩივის, მცემაო. პროფესიით ძიუდოისტი. მე დავესხი თავს ძიუდოისტს”,-წერს გიგი უგულავა.

“ევროპული საქართველოს” წევრების, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ თავს ორი უცნობი პირი დაესხა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=2655063624587307&set=a.596691730424517&type=3&theater

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები