LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პლანეტის 10 ადგილი, სადაც უზარმაზარი თანხის მიუხედავადაც არასდროს მიგიშვებენ

1204
islands-news33435

მართალია, იდუმალებით მოცული კუნძულები, მიწისქვეშა ბუნკერები და ლაბირინთები დიდი ხანია ცნობისმოყვარეთა განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევენ, მაგრამ მათი სტუმრობა მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.

გველის კუნძული – ქეიმადა-გრანდი, იგივე გველების კუნძული ბრაზილიის ნაპირებთან ახლოს, პლანეტის ყველაზე შხამიანი გველის –  გადაშენების ზღვარზე მყოფი „კუნძულის ბოტროპსიის“ მშობლიური სახლია. სწორედ მისი პოპულაციის შენარჩუნების სურვილით აკრძალა ბრაზილიის ხელისუფლებამ კუნძულის სტუმრობა, თუმცა ექსტრემალებმა  არაფრად ჩააგდეს აკრძალვა და ძალიან ინანეს, რადგან ტერიტორიაზე, სადაც ყოველ კვადრატულ მეტრს თავისი შხამიანი პატრონი ჰყავს, პრაქტიკულად შეუძლებელია ცოცხლად გადარჩენა.

თესლის მსოფლიო საცავი – უზარმაზარი ბუნკერის სიღრმე 140 მეტრს აღწევს, მისი დაცვა კი, მართლაც შთამბეჭდავია, რადგან საცავში სხვადასხვა კულტურის 100 მლნ-ზე მეტი  თესლი ინახება. ბუნკერი ნორვეგიაში, გლობალური კატასტროფის შემთხვევაში შიმშილის თავიდან ასაცილებლად აიგო და თითქმის ყველა ქვეყანას საკუთარი განყოფილება გამოეყო.

ცინ ში ჰუანდის აკლდამა – მართალია, ცინის დინასტიის ფუძემდებლის, ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი იმპერატორის აკლდამა 1974 წელს აღმოჩენეს არქეოლოგებმა, მაგრამ დღემდე შეუსწავლელია, რადგან აქტივისტებმა კატეგორიულად გააპროტესტეს მისი გახსნა, მთავარ მიზეზად კი, გათხრების დროს უძვირფასესი არტეფაქტების დაზიანების საფრთხე დაასახელეს.

სიურტსეის კუნძული – მინიატურული კუნძული ისლანდიასთან ახლოს, რომელიც რამდენიმე წყალქვეშა ვულკანის ამოფრქვევის წყალობით წარმოიქმნა, დედამიწაზე სიცოცხლის დაბადების საუკეთესო მოდელია. სწორედ სიცოცხლის ბუნებრივი პროცესის შენარჩუნების სურვილით აიკრძალა კუნძულის მონახულება, რომელიც დიდი ხანია მეცნიერთა ინტერესს იწვევს.

ზონა 51 – მართალია, 2013 წლამდე შეერთებული შტატების მთავრობა თავგამოდებით ირწმუნებოდა, თითქოს ზონა 51 არასდროს არსებობდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოუწია აღიარება, რომ ლას-ვეგასიდან 135 კილომეტრში მოთავსებული ობიექტი მსოფლიოში ყველაზე დაცული, გასაიდუმლოებული სამხედრო ბაზა და ნებისმიერი იარაღის, სამხედრო ექსპერიმენტის საუკეთესო საცდელი პოლიგონია. ამბობენ, თითქოს ზონა უცხოპლანეტელთა საფრენი აპარატის ჩამოვარდნის ადგილას მოეწყო და მისი არსებობა  სწორედ ამიტომ გასაიდუმლოვდა.

ჩრდილოეთ სენტინელის კუნძული – ინდოეთის წყლებში არსებული კუნძულის სტუმრობა იქ დაბინავებული აბორიგენების წყალობით აიკრძალა. ქვეყნის ხელისუფლებამ წლების წინ თქვა უარი აბორიგენული ტომის ბუნებრივ განვითარებაში ჩარევაზე, თუმცა ძლიერი ცუნამის დროს, რომელმაც კუნძულს გადაუარა, ვერტმფრენებით სცადა მათი დახმარება და პასუხიც საკადრისი მიიღო – ადგილობრივებმა ისრები დაუშინეს ვერტმფრენებს და დახმარებაზეც უარი თქვეს.

ლასკოს უდაბნო – საფრანგეთის ტერიტორიაზე არსებული გამოქვაბული უნიკალური ბუნებრივი მოვლენაა, რომლის კედლები უჩვეულო ნახატებითაა აჭრელებული. მართალია, წლების წინ ლასკო მრავალრიცხოვან ექსკურსიებს მასპინძლობდა, მაგრამ როცა 17 ათასი წლის წინ დატანილმა ფრესკებმა გაქრობა დაიწყო, საფრანგეთის ხელისუფლებამ მისი დახურვა გადაწყვიტა, რადგან ნახატების დაზიანების მიზეზი ნახშირმჟავა აირი აღმოჩნდა, რომელსაც ადამიანი ამოსუნთქვის დროს გამოჰყოფს.

მორგანის კუნძული – სამხრეთ კაროლინასთან ახლოს მდებარე კუნძულის ბატონ-პატრონები მაიმუნები არიან. მართალია, კუნძულზე პრიმატები ადამიანის წყალობით გამრავლდნენ, მაგრამ დღეს კატეგორიულად ეკრძალებათ მათთან ურთიერთობა, რადგან ყველა მაიმუნი ორფეხა მეზობლისთვის მომაკვდინებელი ვირუისის მატარებელია.

ვატიკანის საიდუმლო არქივი – რომის პაპი უზარმაზარი კერძო არქივი, რომელიც როგორც ამბობენ, მთელ მსოფლიოში შეგროვილ ოკულტურ ლიტერატურას აერთუიანებს, ვატიკანში, უზარმაზარ საცავში ინახება, რომლის რამდენიმე ასეული თაროს სიგრძე 90 კილომეტრს აღწევს.

ნიჰაუს კუნძული – მე-18 საუკუნიდან რობინსონების მფლობელობაში არსებულ კუნძულზე არც ინტერნეტი და მობილური კავშირია, არც გზები და მაღაზიები, ელექტროენერგიას კი, ალტერნატიული წყაროები გამოიმუშავებს. კარჩაკეტილი რობინსონები არც თვითონ მასპინძლობენ არავის, არც თვითონ სტუმრობენ მეზობლებს და მონდომებით ასაიდუმლოებენ საკუთარ ცხოვრებას.