LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პლანეტა წესრიგშია, უბრალოდ ადამიანები არიან იდიოტები!” – ჯორჯ კარლინის ცნობილი გამონათქვამები

2915
ჯორჯ კარლინი

ჯორჯ კარლინი ერთადერთია, ვისაც ამერიკელებმა საკუთარი თავის მასხრად აგდების უფლება მისცეს და ძალიან ინანეს, რადგან მარკ ტვენის და “გრემის” ოთხი პრემიის მფლობელ StandUp-კომიკოსს ყველაფერზე აღმოაჩნდა ხუმრობა და მწვავე შენიშვნა – პოლიტიკით დაწყებული ყოველდღიური ყოფითი პრობლემებით დასრულებული.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ ჯორჯ კარლინის ფრაზებს:

ბრძოლა მშვიდობისთვის, იგივეა, რაც სექსი უმანკოებისთვის.

წლებს წლები ემატება, მაგრამ ცხოვრება მოკლდება!

ვიცით როგორ გადავრჩეთ, მაგრამ არ ვიცით როგორ ვიცხოვროთ.

თუ ვინმეზე კარგის თქმა არ შეგიძლია, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სხვა რამე არ უნდა თქვა.

ნუ შეგეშინდება მწვერვალის დაპყრობის, გეშინოდეს სიმაღლიდან ჩამოვარდნის.

ყველა ცინიკოსში იმედგაცრუებული იდეალისტი ცხოვრობს.

მძღოლების ჩვევა –  ვინც შენზე ნელა მიდის – იდიოტია, ვინც სწრაფად მოძრაობს და გისწრებს – აუცილებლად შეშლილი.

არასდროს მესმოდა ნაციით სიამაყის. სიამაყე მაშინაა კარგი, როცა თვითონ აღწევ რაიმეს, თორემ სხვის მიღწევას მიტმასნება ყველას შეუძლია.

საკუთრება – სისულელეა, რადგან საიქიოში აბსოლუტურად ცარიელი მიდიხარ.

სულ ვფიქრობდი რატომ კითხულობენ მოხუცები ასე აქტიურად ბიბლიას და მხოლოდ ახლა მივხვდი, ისინი ხომ გამოსაშვები გამოცდისთვის ემზადებიან.

ეგოისტები კარგები არიან, ისინი არასდროს განიხილავენ სხვა ადამიანებს.

ყოველი დღე ისე უნდა იცხოვრო, როგორც უკანასკნელი და ერთ დღეს ასეც მოხდება, შენ კი მომზადებული შეხვდები.

საკუთარ თავთან იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ის ერთადერთია, ვისი პასუხიც მომწონს.

ელექტრონული ფოსტა ბრწყინვალე რამაა მათთან ურთიერთობისთვის, ვისი ნახვა კი, არა დალაპარაკებაც არ გინდა.

მომავალში აუცილებლად გამოიგონებენ დროის მანქანას, უბრალოდ დრო არ ექნება არავის მისით სარგებლობის.

თუ გსურს დაეხმარო შვილს – საერთოდ დაანებე თავი!

სახლი ისაა, სადაც შენი ხარახურა ინახება მანამდე, სანამ შენ სხვა ხარახურის საშოვნელად ხარ წასული.

სიტყვა ყოველთვის ბევრია, აზრი ნაკლები.

გააგრძელე სწავლა, სულერთია რას ისწავლი, მთავარია გონებას არ მისცე უსაქმურობის უფლება, რადგან ზარმაცი ტვინი – იმ დემონის სამჭედლოა, რომელსაც ალცჰაიმერი ჰქვია.

ცხოვრება არ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის სიხშირით, არამედ იმ მომენტებით იზომება, როცა სუნთქვა გეკვრის.

აწმყო არ არსებობს, არის მხოლოდ უახლოესი მომავალი და უახლოესი წარსული.

შეუძლებელია გადააფასო იდიოტების შესაძლებლობები, როცა ისინი დიდ ჯგუფში იკვრებიან.

ყველას რომ შეეძლოს სხვისი აზრების წაკითხვა, ბევრად მეტი მკვლელი იქნებოდა სამყაროში.