კოვიდ-19-ის შემთხვევების შემცირების მიზნით, ნიდერლანდებში ნაწილობრივი კარანტინი ცხადდება.

შესაბამისად, ნიდერლანდები ხდება დასავლეთ ევროპის პირველი სახელმწიფო, რომელიც ზაფხულის შემდეგ, ამ სახის კოვიდშეზღუდვებს უბრუნდება.

შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ დღეს გაავრცელა. რეგულაციები, სულ მცირე, სამი კვირის განმავლობაში იმოქმედებს.

ამ პერიოდის განმავლობაში არ დაიხურება სკოლები, თეატრები და კინოთეატრები.

ბარები, რესტორნები დაიხურება საღამოს 7 საათზე.

ფუნქციონირებას განაგრძობს პირველადი საჭიროების მაღაზიები.

ხელისუფლება დამსაქმებლებს მოუწოდებს, თანამშრომლები შეძლებისდაგვარად გადაიყვანონ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე. ქ

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მარკ რუტეს კაბინეტი შეზღუდვებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს, პრესკონფერენციაზე გამოაცხადებს.

17,5 მილიონიან ქვეყანაში კოვიდშემთხვევების რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა მას შემდეგ, რაც სექტემბერში რეგულაციები შემსუბუქდა და სოციალურ დისტანციაზე დაწესებული შეზღუდვებიც მოიხსნა.

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები