LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ქალი, რომელმაც ლა-მანშის სრუტე შეუსვენებლად 4-ჯერ გადაცურა

1825
-108841253-washer

37 წლის სარა თომასი პირველი ქალია, რომელმაც ლა-მანშის სრუტე შეუსვენებლად 4-ჯერ გადაცურა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მას შემდეგ, რაც სარამ კიბო დაამარცხა, გამოწვევაში ჩაერთო. მან სრუტის გადაცურვა კვირას, დილის საათებში დაიწყო და 54 საათში დაასრულა.

მოცურავემ, რომელმაც მკერდის კიბოზე მკურნალობა 1 წლის წინ დაასრულა, ეს მიღწევა ამ დაავადებისგან ყველა გადარჩენილს მიუძღვნა. „არ მჯერა, რომ ჩვენ ეს შევძელით. სანაპიროსთან ბევრი ადამიანი შემხვდა და წარმატება მისურვა. ეს ნამდვილად სასიამოვნო იყო. ახლა ძალიან დაღლილი ვარ“,- განაცხადა სარა თომასმა BBC-სთან საუბრისას.

 

 

მოცურავე ლიუის პიუ ამბავს twitter-ზე გამოეხმაურა.

„როდესაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადამიანის გამძლეობის ლიმიტს მივაღწიეთ, ვიღაც რეკორდებს ხსნის“, – აღნიშნა ლიუიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები