LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო ხდება

მანქანებიიიი

2019 წლის პირველი იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება მთელი ავტოპარკისთვის სავალდებულო ხდება. შემოწმებას ის მსუბუქი ავტომობილებიც გაივლიან, რომლის ძრავის მოცულობაც 3 ათას კუბურ სანტიმეტრზე ნაკლებია.

ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულება მსუბუქი ავტომობილის  რეგისტრაციის თარიღზე იქნება დამოკიდებული. ახალი რეგულაციის მიხედვით ავტომობილის ინსპექტირება რეგისტრაციის მოწმობის გაცემის დღიდან 1 წლის ვადაში უნდა მოხდეს.

ოთხ წლამდე ავტომობილებს ტექდათვალიერება არ მოეთხოვებათ, 4-დან 8 წლამდე მანქანები შემოწმებას  ორ წელიწადში ერთხელ გაივლიან. რვა წლის და უფრო ძველი ავტომობილები სავალდებულო ტექდათვალიერებას ყოველწლიურად დაექვემდებარებიან.

ტესტირების ცენტრში პირველ რიგში მოწმდება ავტომობილი ვიზუალურად. შემდეგ ფარები, გამონაბოლქვი, საჭის მექანიზმი და ელექტრომოწყობილობა. ინსპექტირება უტარდება ავტომობილის საბურავებს, სამუხრუჭე სისტემას და სავალ ნაწილს.

ინსპექტირების ღირებულება მსუბუქი ავტომობილებისთვის 60 ლარი, სატვირთო და სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებებისთვის კი 100 ლარია. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მძღოლმა ხარვეზი ერთ თვეში უნდა გამოასწოროს. განმეორებითი შემოწმება იგივე ტესტირების ცენტრში უფასოა. თუ მძღოლი ერთთვიან ვადაში ხარვეზს არ გამოასწორებს, 50 ლარით დაჯარიმდება. იურიდიული პირისთვის კი სანქცია 200 ლარით განისაზღვრა. კომპანიასთან ერთად მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება.

კანონდამრღვევებს საპატრულო ეკიპაჟი სპეციალური ელექტრონული ბაზის საშუალებით გამოავლენს.

მარჯვენასაჭიან ავტომობილებს დამატებით მოეთხოვებათ, მოახდინონ მაშუქი ფარების დახრილობისადა სინათლის ნაკადის მიმართულების კორექტირება, რათა არ შეუშალონ ხელი შემხვედრ ავტომობილებს. ამავე დროს, ინსპექტირების დაწყებიდან, 2018 წლის 1 იანვრიდან საჭის გადატანა იკრძალება.

ტექნიკური შემოწმების გავლისთვის ვიზიტის დაგეგმვა შესაძლებელია ვებგვერდის www.pti.ge-საშუალებით. მსურველს შეუძლია დარეგისტრირდეს და აირჩიოს მისთვის სასურველი თარიღი, დრო და სასურველი ტესტირების ცენტრი.

ასევე დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე 1484 და მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები