LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველადი სამომხმარებლო პროდუქტები ძვირდება

166
პროდუქტები

სამომხმარებლო პროდუქტების გაძვირებას დისტიბუტორთა ასოციაციაში უახლოეს დღეებში ელოდებიან.  ასოციაციის ხელმძღვანელის ივა ჭყონიას თქმით, ბოლო პერიოდმა ცხადყო, რომ ლარი ძალიან არასტაბილურია. ამიტომ, მისი განმარტებით, ის ტრენდი, რომ მოკლევადიან პერიოდში შეიძლება დასტაბილურდეს, სწორი არ არის. როგორც ჭყონია აცხადებს, მნიშვნელოვანია ის, თუ რა ახალ ნიშნულზე   გაჩერდება ლარი, რომ აქედან მოხდეს ფასების აღება.

„უახლოეს დღეებში უნდა ველოდოთ პირველადი მოხმარების პროდუქტების გაძვირებას. ადგილობრივ მწარმოებელ კომპანიას, რომელსაც ნედლეული შემოაქვს, ძალიან მძიმედ ურტყამს არსებული კურსი. იმ კომპანიებს, რომლებმაც უკვე გააძვირეს პროდუქცია, დაახლოებითი ნიშნული 2.9 ჰქონდათ აღებული, თუ ამასაც ასცდა, მაშინ პროდუქცია კიდევ უფრო გაძვირდება. 2.92-2.95 -იანი ნიშნული თუ დაფიქსირდა, კომპანიები უკვე ახალ ნიშნულზე დაიწყებენ ფიქრს, რაც იქნება 3. აუცილებლად ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ პარარელურად ძვირდება საწვავიც,“—აცხადებს ჭყონია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები