LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად: იაპონურმა ავიაკომპანიამ პირველ კლასში ქართული ქვევრის ღვინო შეიტანა

252
opppppp

Japan Airlines-ის პირველი კლასის ლაუნჯში, ქართული ქვევრის ღვინო იქნება წარმოდგენილი და მგზავრებს მისი დაგემოვნების საშუალება ექნებათ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც იაპონურმა ავიაკომპანიამ ქართული ღვინო შეარჩია და აღსანიშნავია, რომ ის დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.

ქართული ქვევრის თეთრი ღვინო, შალაური რქაწითელი, Japan Airlines-მა 2018 წელს შეარჩია. “შალაური” პრესტიჟული ღვინის სიაში შევიდა, რომელსაც პირველი კლასის მგზავრებს შესთავაზებენ. ღვინოსთან ერთად საინფორმაციო დაფაც არის წარმოდგენილი, რომელზეც საქართველოს დროშა, რუკა და ქართული ღვინის შესახებ მოკლე ინფორმაციაა დატანილი.

შალაური რქაწითელი კახეთის სოფელ შალაურშია წარმოებული.

“ნარინჯისფერი ღვინო… საქართველო. ეს არის არაჩვეულებრივი ღვინო  მდიდარი მინერალებით… თითქოს ჟასმინის ჩაის არომატითა და გემოთი. იმდენი რამ არის სამყაროში, რომელთა შესახებ ჯერ არ ვიცით… აღფრთოვანებული ვარ!” – დაწერა Japan Airlines-ის მგზავრმა თავის Instagram-ზე.

 

შალაური რქაწითელი ასევე JAL-ის ონლაინ მაღაზიის საშუალებითაც იყიდება. საქართველო, იაპონურ ბაზარზე, ქართული ღვინის დამსახურებით დიდ ყურადღებას იპყრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები