LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად დამესიზმრე, რა კარგი იყო შენთან, როგორ მომენატრე! – გვარჯალაძე გარდაცვლილ შვილს ემოციურ პოსტს უძღვნის

3584
67302388-10212060514427572-3344742924637175808-o

გარდაცვლილი მოზარდის ლენო გვარჯალაძის მამა გიორგი გვარჯალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს. როგორც ის ამბობს, გარდაცვალების შემდეგ შვილი პირველად დაესიზმრა. 

"ამ მე-7 სართულიდან დაცემაზე თითქოს დრო დაპაუზდა" - გიორგი გვარჯალაძე შვილის გარდაცვალებაზე

ლენო გვარჯალაძის მშობლები გიორგი გვარჯალაძე და ლულუ კახიანი, ახლობლებსა და მეგობრებს თანადგომისთვის მადლობას უხდიან.

„პირველად დამესიზმრე. ყელი გქონდა გადაჭრილი და სისხლი მოგდიოდა. ჩემი მანქანით წავედით რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ჩვეულებრივად იყავი, დადიოდი, არ გვეშინოდა, თითქოს არაფერი მომხდარა ისე ვურთიერთობდით. ცოტა ხმის ტემბრიც მახსოვს, მშვიდად ამბობდი რაღაცას… აჰ, რა კარგი იყო შენთან, როგორ მომენატრე! ძალიან, ძალიან მაგრად! არ ვდარდობდი დაჭრილი რომ ხარ, მთავარია ცოცხალი იყავი და ერთად ვიყავით, ერთად მა, ლენო, მე და შენ.

ახლა უფრო მივხვდი როგორი გაძარცვული ვარ უშენოდ… მიყვარხარ, სადაც ხარ. თუ აღარ ხარ, ჩემს გულში მთელს ადგილს შენ იკავებ, შენით იწყება და მთავრდება ვინც ვარ და რასაც ვაკეთებ. გელოდები ყოველ ღამე,“ – წერს გიორგი გვარჯალაძე.

4 ივნისს, თბილისში, მე-9 კლასელი გოგონა მაღალსართულიანი კორპუსის ფანჯრიდან გადავარდა (სავარაუდოდ მეშვიდე სართულიდან) და გარდაიცვალა. შემთხვევა გოგონას საცხოვრებელ სახლში მოხდა.

„მოგენატრები, როცა აღარ ვიქნები “- ლენო გვარჯალაძის ვიდეო, სადაც გოგონა შესანიშნავად მღერის

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები