LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად, ათეული წლების შემდეგ – ქუთაისში მუნიციპალური ავტობუსები ივლის

511
dzveli ubani

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული ავტობუსის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა.

პროექტი ქუთაისის, გორის, თელავის, ზუგდიდის, რუსთავისა და ფოთისთვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსების შეძენას ითვალისწინებს. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქუთაისში 60 ერთეული ახალი ავტობუსი 2020 წლის დასაწყისში, თებერვლის თვეში შემოვა და ტრანსპორტი მუნიციპალური გახდება. ავტობუსები იქნება სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და შშმ პირებისთვის ადაპტირებული.

„ქუთაისში ათეული წლებია საქალაქო ტრანსპორტი კერძო კომპანიების ხელშია, რომლებიც მგზავრების ეფექტურ მომსახურებას ვერ უზრუნველყოფენ. ეს პრობლემა ჩვენს მაცხოვრებლებს მომავალი წლიდან სრულად მოუგვარდებათ და ჩვენს ქალაქში მუნიციპალური ავტობუსები ივლის“, – აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები