LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად, 70 წლის განმავლობაში აშშ-ში ქალი სიკვდილით დასაჯეს

188
ქალი

აშშ-ში ბოლო 70 წლის განმავლობაში პირველად, სიკვდილით ქალი პატიმარი ლიზა მონტგომერი დასაჯეს.

ლიზა მონტგომერი 43 წლის იყო.

მონტგომერმა საშინელი მკვლელობა 2004 წლის 16 დეკემბერს ჩაიდინა. შემთხვევა მისურის შტატში მოხდა.

მან  23 წლის ფეხმძიმე ბობი ჯო სტინეტი გაგუდა, სამზარეულოს დანით მუცელი გაუჭრა და 8 თვის ბავშვი ამოიყვანა.

შემდეგ კი შეეცადა ჩვილი საკუთარ ბავშვად გაესაღებინა, მაგრამ მალევე გამოაშკარავეს.

ბავშვი გადარჩა. გოგონა ამჟამად 16 წლისაა.

მონტგომერის მსხვერპლი ბობი ჯო სტინეტი
მონტგომერის მსხვერპლი ბობი ჯო სტინეტი

ფოტოზე : მონტგომერის მსხვერპლი ბობი ჯო სტინეტი

 

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას სიკვდილსმისჯილის და არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ბავშვობაში ლიზა სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობის სისტემატიური მსხვერპლი იყო, მსგავსი შემთხვევები კი, ადამიანს რადიკალურად ცვლის.

ცნობისათვის, 1953 წლის შემდეგ შეერთებული შტატების მთავრობას ქალი პატიმრის სასიკვდილო განაჩენი სისრულეში არ მოუყვანია.

უკანასკნელი ქალი, ვინც აშშ-ს მთავრობამ სიკვდილით დასაჯა, ბონი ჰედი იყო. მან სიცოცხლე გაზის კამერაში დაასრულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები