LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პირველ რიგში პოლიციელები არიან ცოდოები. ყველა ვართ ცოდო” – შსს მინისტრი

154
1561613397-0-63-3067-1788-600x0-80-0-0-799752918999c4c5957ecf49df77b8bd

“ოთხი დღე რომ გარეთ ვდგავართ დილიდან. პირველ რიგში პოლიციელები არიან ცოდოები” – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია ყველას დისკომფორტს უქმნის, მათ შორის თავად მინისტრს და სამართალდამცავებსაც.

“დისკომფორტი როგორ არ არის, ოთხი დღე რომ გარეთ ვდგავართ დილიდან. პირველ რიგში პოლიციელები არიან ცოდოები. ყველა ვართ ცოდო, ყველა მოქალაქე, რომელიც აქ ცხოვრობს, რომელიც წუხდება და ის მოქალაქეებიც, რომლებიც გარეთ დგანან. რა თქმა უნდა, ცუდია რაც მოხდა და ყველასთვის დისკომფორტია, თუმცა გადაწყვეტილება რაც მიიღო პარლამენტმა, მე არ შემიძლია შევცვალო. მთავრობის წევრები მხარს ვუჭერდით პროპორციულ სისტემას, თუმცა ჩავარდა. მივუშვა და შევარდნენ პარლამენტში, დაანგრიონ, დალეწონ, გადაკეტონ გზები? ეს არის ნორმალური?”

როგორც გომელაურმა ჟურნალისტებთნ საუბრისას აღნიშნა, თუ საჭირო გახდება აქციის დაშლა ორჯერ და ათჯერაც მოხდება.

“ჩვენ პოლიციელები ვართ და სადამდეც საჭირო იქნება, ვიდგებით ყველა მოქალაქის დასაცავად, მათ შორის, მომიტინგეების, რა ვქნა აბა, სხვა რა გავაკეთო, გადავკეტოთ მთელი ქალაქი? რესურსი გვეყოფა ორი თვეც, სამი თვეც და ოთხი თვეც, თუ დაგვჭირდება პრობლემა არ იქნება”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები