LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველ ქართულ საათს „მარინა“ ერქმევა – ახალი ბრენდი ზვიად ციკოლიასგან

1507
103876062-10158346294608917-8145359175292122761-n

ცნობილი ქართველი დიზაინერი საათების ახალ ბრენდზე მუშაობს– ზვიად ციკოლიას პირველ საათს, რომელიც საქართველოში აეწყობა „მარინა“ ერქმევა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ციკოლიამ, სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

„მხოლოდ 100 ცალი იქნება აწყობილი საქართველოში” – ამბობს ციკოლია და პირველი ქართული საათის ფოტოსაც აქვეყნებს.

„ჩემი სახელი რომ დავინახო ასეთ შემოქმედებაზე, წნევა დამარტყავს; სუპერ სიმშვენიერე; ბრავო!!! სად და როგორ შეიძლება შეძენა, ან დარეზერვება?; ზვიად, მექანიზმი (REF.) რომელი ექნება ?; ყველანაირად მაგარია, სახელიც, სახელის ქვეტექსტიც, ფერიც და შესრულებაც!…გილოცავთ, დიდი წარმატება ექნება. პ. ს. ერთ ერთი პირველი მე შევიძენ!“, – ამ და სხვა კომენტარებით ეხმაურებიან სოციალური ქსელის მომხმარებლები ციკოლიას ახალ ნამუშევარს.

„ვუძღვნი ლამაზ სქესს” - ზვიად ციკოლიამ ორიგინალური საყურეები შექმნა (ფოტოები)

"ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ქვევრი ყურზე დაიკიდებოდა ასე ლამაზად"

დიზაინერი დაინტერესებული პირების კითხვებსაც პასუხობს და წერს, რომ საათის მექანიზმი Miyota 9015 იქნება. რაც შეეხება რეალიზაციას – „მარინას“ გაყიდვები წინასწარ დაიწყება და ცნობილი დიზაინერი ამასაც უახლოეს პერიოდში დაანონსებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში აწყობილ პირველ საათს ზვიად ციკოლიამ მეუღლის სახელი დაარქვა. მარინა ხორავა 23 წელია, ქართველი დიზაინერის მუზაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები