LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირდაპირი საჰაერო მიმოსვლების კუთხით სპარსეთის ყურის ქვეყნები ლიდერობს: მარიამ ქვრივიშვილი

109
71391614-2424795054237129-8871405372527607808-o-2020-06-11-08-28-06-035679

საჰარეო რეისების სიხშირე და სახმელეთო საზღვრის გახსნა პოზიტიურ ეფექტს შექმნის ტურიზმის ინდუსტრიის მოძლიერებაში, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა “ფორტუნას” გადაცემა “დღის თემაში” განაცხადა.

მისი თქმით, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლების კუთხით სპარსეთის ყურის ქვეყნები ლიდერობს. ასევე, აღდგენილი რეისების კუთხით კარგი დინამიკა გვაქვს ევროკავშირის ქვეყნებიდან.

“საქართველოს საავიაციო მდგომარეობა რეისების სიხშირისა და ავიაკომპანიების რაოდენობიდან გამომდინარე საკმაოდ პოზიტიურად შეფასდა საერთაშორისო საავიაციო ინდუსტრიის მხრიდანაც.

სახმელეთოს საზღვრის გახსნის შემდეგ მოლოდინები პოზიტიურია. ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას რათქმაუნდა გარდამტეხი მნიშვნელობა აქვს და ბუნებრივია, რომ თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა საერთოა – ერთად შევინარჩუნოთ სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და მაქსიმალური კონტროლი გვქონდეს, რომ არ მოხდეს უნებლიე ვირუსის იმპორტირება ქვეყანაში”.- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო სახმელეთო საზღვრებს პირველი ივნისიდან გახსნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები