ტვ “პირველის” დირექტორი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ტელეწამყვანი წერს, დღეს ტვ “პირველის” ეთერში მაყურებელი თეონა ბაკურიძის დებიუტს იხილავს.

შეგახსენებთ, ეს ის წამყვანია, რომელიც აჭარის ტელევიზიის დირექტორმა ეთერიდან მოხსნა.

ინგა გრიგოლიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“პირდაპირ ეთერში გავუკეთე შეთავაზება ამ მაგარ გოგოს,როცა კოხრეიძემ აჭარის ტელევიზიიდან ჩახსნა .გულით მინდოდა, ჩვენი თანამშრომლობა შემდგარიყო. ეს თანამშრომლობა შედგა და დღეს Teona Bakuridze -ს დებიუტს იხილავთ ტვ ,,პირველზე,, , ღამის ამბებში,, 22.40 წუთზე ისე მოხდა,რომ მის პირველ ეთერებს მე ვერ დავესწრები,ჩემი ტრავმის გამო,მაგრამ ზუსტად ვიცი,რომ იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ჩვენს არხზე. ყოველგვარი წინასწარ მომზადების და ,,პრაგონის ,, გარეშე შედის დღეს ღამე ეთერში , თუმცა ჟურნალისტიკის და ტელევიზიის მთელი ხიბლი და გემოც ხომ ესაა,უცებ და სპონტანურადმინდა ვუსურვო უდიდესი წარმატებები,ოქროს შენაძენია თეონა ჩვენი არხისთვის, მხოლოდ ის მაგიჟებს,სახლიდან რომ უნდა ვუყურო მის დებიუტს და არა საეთეროდან უმაგრესი Nathia Zoidze და უმაგრესი თეონა ,,გვაჩუქა,, აჭარის ტელევიზიამ😂p.s-მთავარი არ დამიწერია და ჩავამატებ- საერთოდ არ ვიცნობდი და მხოლოდ ეკრანიდან მყავდა ნანახი და ძალიან მომწონდა, პირველად მას მერე ვნახე,რაც აჭარის ტელევიზია დაატოვებინეს.”-წერს ინგა გრიგოლია.

პირდაპირ ეთერში გავუკეთე შეთავაზება ამ მაგარ გოგოს,როცა კოხრეიძემ აჭარის ტელევიზიიდან ჩახსნა .გულით მინდოდა, ჩვენი…

Posted by ინგა გრიგოლია on ხუთშაბათი, 26 მარტი, 2020

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05