LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო 904 ადამიანი დაჯარიმდა

195
BeFunky-collage (2)

ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათში პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევის 991 შემთხვევა გამოვლინდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42 (10)-ე მუხლის შესაბამისად, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის, 87 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

“დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.”, – წერს უწყება.

გარდა ამისა, პირბადის ტარების წესის დარღვევის ბრალდებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად, 904 ფიზიკური პირი დააჯარიმეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები