LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა-ეს არის პატრიოტიზმი” – პრემიერი

76
120533066-208252070729695-5959348127804763355-o

“დღეს ელემენტარული წესების დაცვა, პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ეს არის პატრიოტიზმი. ეს არის ის, რითაც ჩვენ ვაძლევთ ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობას, განვითარდეს და არ იყოს არანაირი შეფერხება ამ განვითარებაში,”- განაცხადა გიორგი გახარიამ წალენჯიხაში, სადაც „ქართულმა ოცნებამ” აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, ალექსანდრე მოწერელია წარადგინა.

გახარიამ აღნიშნა, რომ საარჩევნო კამპანიის დროს პირბადის ტარება აუცილებელია, რადგან უპასუხისმგებლო ქცევა ნიშნავს ქვეყნის განვითარების შეფერხებას.

„გამოწვევა გლობალურია, ვხედავთ, რომ მთელ მსოფლიოში ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება, ყველგან რეკორდულად იზრდება. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ იმის პასუხისმგებლობა გვაქვს და გვესმის, როდესაც ერთად ვიკრიბებით, თუნდაც საარჩევნო კამპანიაში, რა თქმა უნდა უნდა გავიკეთოთ პირბადე, რადგან ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ხანდაზმულების, ჩვენი ოჯახის წევრების, ჩვენი თანამოქალაქეების წინაშე.

ამასთან, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებულია.

„ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს არის, რომ ასე, წესების დაცვით, ყველამ ერთად გავიმარჯვოთ სამართლიან და ღირსეულ ბრძოლაში, რომ არავის არ მივცეთ შესაძლებლობა, მცირედი ჩრდილი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ელემენტარული წესების დაცვა, პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ეს არის პატრიოტიზმი. ეს არის ის, რითაც ჩვენ ვაძლევთ ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობას, განვითარდეს და არ იყოს არანაირი შეფერხება ამ განვითარებაში. მე დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ, მაგრამ რაც მთავარია, გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში და გავიმარჯვებთ ღირსეულად“,-განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები