LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირბადე და სპეციალური რიგი „მონა ლიზასთან“ – ლუვრი მკაცრი რეგულაციებით იხსნება

214
PARIS, FRANCE - JULY 06: Visitors queue observing social distancing marking to see Leonardo da Vinci's 'Mona Lisa' at the Louvre museum as it reopens its doors following its 16 week closure due to lockdown measures caused by the COVID-19 coronavirus pandemic, at the Louvre on July 6, 2020 in Paris, France. (Photo by Pascal Le Segretain/Getty Images)

ლუვრის მუზეუმი ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მნახველთა მისაღებად ემზადება. პირბადის ტარება სავალდებულოა, მუზეუმში გადაადგილება მხოლოდ ცალმხრივი იქნება და ვიზიტორთა რაოდენობა მკაცრად გაკონტროლდება.

სპეციალური რიგი მოეწყობა ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზასთან“, რადგან პორტრეტი როგორც წესი, ყველაზე მეტ მნახველს იზიდავს.

ლუვრს ყოველწლიურად 10 მილიონი ვიზიტორი აკითხავს, რაც მას მსოფლიოში ყველაზე ნახვად მუზეუმად აქცევს.

პანდემიის დამსახურებით ტურისტთა რაოდენობა საფრანგეთში მინიმუმამდე შემცირდა. ევროკავშირმა საზღვრები მხოლოდ 15 სახელმწიფოს გაუხსნა და მუზეუმის ადმინისტრაცია შიშობს, რომ ვიზიტორთა რაოდენობა ძალიან ცოტა იქნება.

„დამთვალიერებელთა 80% დავკარგეთ, გასულ ზაფხულს დღეში 4000–დან 10 ათასამდე ვიზიტორი გვყავდა, წელს კი მსგავსი შედეგის მიღწევა წარმოუდგენელია“ – განაცხადა მუზეუმის დირექციამ.

ლუვრი 13 მარტს დაიხურა და მას შემდეგ მიღებულმა ეკონომიკურმა ზარალმა 40 მილიონ ევროს გადააჭარბა.

პარიზელმა გიდებმა ლუვრის წინ საპროტესტო აქციაც მოაწყეს და ხელისუფლებას ტურისტულ სექტორში დასაქმებული ადამიანების მხარდაჭერა მოსთხოვეს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში COVID-19–ის 195 000 შემთხვევაა დაფიქსირებული და ვირუსმა 29 813 ადამიანი იმსხვერპლა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები