LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის შსს-მ ერთი პირი დააკავა

187
-8

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალგაზრდა მამაკაცი პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, ინტერნეტის საშუალებით მისი გამოყენებისა და გავრცელების, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით დააკავეს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია განმარტებული, ბრალდებული მეგობარ ქალს შერიგებას სთხოვდა, თუმცა მას ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ბრალდებულმა დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები, რომელიც მასზე იყო გაცემული და მეგობარ გოგონას კვლავ სთხოვდა შერიგებას, უარის მიღების შემდეგ კი მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში უკანონოდ ატვირთა და გაავრცელა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ყოფილ მეგობარ ქალს – 2001 წელს დაბადებულ ა.გ.-ს შერიგებას სთხოვდა და სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც თ.გ.-ს მიმართ, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, შემაკავებელი ორდერი გამოიცა”, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, გამოყენებისა და გავრცელების, ასევე, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხელისუფლების ოთხ წევრს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით აშანტაჟებენ – ბესელიამ პროკურატურას გვარები დაუსახელა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები