LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პიკს თვის ბოლოს მოველით”- ცერცვაძე ვარაუდობს, რომ 1 000 შემთხვევას არ უნდა გადაცდეს

342
BeFunky-collage (4)

მსოფლიოში არავინ იცის, თუ როდის დადგება პიკი და კონკრეტულად რამდენი ავადმყოფი დაფიქსირდება. ყველაფერი ეყრდნობა შედარებით გათვლებსა და ექსპერტულ გამოცდილებას,- ეს განცხადება “ფორმულასთან” ინტერვიუში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, გააკეთა.

მისი თქმით, მათ მიერ გაკეთებული პროგნოზები მართლდება.

“ჩვენთან ვამბობდით, რომ 2-3 კვირის მერე იქნებოდა პიკი, პრინციპში, ეს მართლდება და პიკს მოველით ამ თვის ბოლოს. შემდეგ, იქნება 1-2 კვირიანი პლატო და შემდეგ წავა დაღმავალი გზით. ეს არის ჩემი პროგნოზი.

ძნელი საპასუხოა, რამდენი იქნება პიკის მომენტში ავადმყოფების რაოდენობა. გამომდინარე ტემპებიდან, რომელმაც შემდეგ ერთ კვირაში, შეიძლება მოიმატოს, გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ ეს მომატება არ იქნება დრამატული, ეს იქნება მაინც ათეულები და არა ასეულები და ათასეულები. ვვარაუდობ, რომ 1 000 შემთხვევას არ უნდა გადაცდეს.”- ამბობს ცერცვაძე.

თენგიზ ცერცვაძემ ქვეყანაში არსებულ საწოლების ფონდზეც ისაუბრა. მისი თქმით, 11 კლინიკაში, დაახლოებით, 600-მდე საწოლია. ასევე აღმნიშნავს, რომ საქართველო უპრობლემოდ შეძლებს 2 000-მდე საწოლის მობილიზებას, ექსტრემალურ სიტუაციაში კი – 10 000-მდე საწოლის.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 456 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 139 ადამიანი გამოჯანმრთელდა. COVID-19-ით ქვეყანაში 5 პაციენტი გარდაიცვალა.

არ არსებობს მტკიცებულება, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ხელახლა არ დაავადდება: ჯანმო