LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პერის ჯექსონის დედა ქიმიოთერაპიის შემდეგ – თმების გარეშე, თუმცა ბედნიერი

429

მაიკლ ჯექსონის შვილის, პერისის დედა, დები როუ კვლავ მკერდის სიმსივნეს ებრძვის. დებიმ ქიმიოთერაპიის კურსი ჩაიტარა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში პერის ჯექსონმა დაწერა და დედის ფოტოც გამოაქვეყნა, რომელიც ავადმყოფობისგან ძალიან დაღლილია, თუმცა მაინც ბედნიერი.

„ნუთუ ის მშვენიერი არ არის?!“- წერს პერისი.

ფოტოზე როუს აღარ აქვს თმა, თუმცა იღიმის და მანიკიურიც არ დავიწყებია. როგორც ჩანს, პერისის დედისთვის პესიმიზმი უცხო რამაა.

დები როუს გამოჯანმრთელებაში შვილი ძალიან ეხმარება. 18 წლის გოგონა რთული ხასიათის მოზარდისგან მოსიყვარულე შვილად იქცა და მუდმივად ამხნევებს დედას.

როუს ავადმყოფობის შესახებ ცნობილი 2016 წლის ივლისში გახდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები