LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენელოპა კრუსი და ანტონიო ბანდერასი პირველ ერთობლივ კინოკომედიაში – ფილმის პირველი „თრეილერი“

296
penelopa fortuna.ge

ამერიკული კინოს ორი ლეგენდა, ესპანელი მსახიობები, პენელოპა კრუსი და ანტონიო ბანდერასი ეკრანზე ერთად ბრუნდებიან. ამჯერად საუბარია კომედიური ჟანრის ფილმზე „შესარჩევი კონკურსი“, რომლის პრემიერაც ,,ვენეციის კინოფესტივალზე” შედგა. თავად ფილმი 14 აპრილს გამოდის. ახალი კომედიის რეჟისორები მარიანო კონი და გასტონ დიუპრი არიან.

ისტორია მილიარდერზე გვიყვება, რომელსაც კინოში ფულის დაბანდება სურს. ამისთვის ის ცნობილ რეჟისორს ქირაობს, რომლის როლსაც პენელოპა კრუსი ასრულებს, ასევე ფილმის გადაღებებისთვის ცხადდება კონკურსი მსახიობების შესარჩევად, სადაც ორ ერთმანეთთან დაპირისპირებულ მსახიობებს შეარჩევენ.

მინიატურული კაბა პენესთვის – პენელოპა კრუსი „შანელის“ თეთრ კაბაში ღამის შოუს ჩაწერაზე

„ბიჭები ჩვენი ბავშვობიდან“ – 79 წლის ჰარისონ ფორდი და 61 წლის ანტონიო ბანდერასი გადასაღებ მოედანზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები