LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეკინის ქუჩაზე ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

278
collage-2019-08-28-UQklI1JYMY

პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ თამარ საძაგლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

მოსამართლის განმარტებით, თამარ საძაგლიშვილი საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის და შესაძლოა, მან ახალი დანაშაული ჩაიდინოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების გამართულ პროცესს ბრალდებული თამარ საძაგლიშვილიც ესწრებოდა. წინასასამართლო სხდომა 23 ოქტომბერს 11:00 საათზე გაიმართება.

აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენებას ბრალდების მხარე ითხოვდა, რასაც ბრალდებულის ადვოკატი არ ეთანხმებოდა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვდა.

შემთხვევა პეკინის ქუჩაზე ორი დღის წინ მოხდა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მოდიოდა, როცა მასთან უცნობი ქალი მიიჭრა და სახის არეში დაჭრა. ქალი სამართალდამცავებმა რამდენიმე საათში დააკავეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები