LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პედაგოგობა ყველაზე რთული და დაუფასებელი საქმეა – ალექსანდრე ჯეჯელავა

130

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ, პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა.

როგორც ჯეჯელავამ განაცხადა, დღეს პროფესიული დღესასწაული 66 000-ზე მეტი მასწავლებლისთვის არის.

“ის ხალხი, ვინც ადრე იყო მასწავლებელი, ან ახლა ემზადება იმისთვის, რომ გახდეს მასწავლებელი, მათი პროფესიული დღეა დღეს. მე, პირადად, რასაც ცხოვრებაში მივაღწიე, როგორც პირადში, ისე სამსახურეობრივში, ყველაფერი ჩემი მასწავლებლების დამსახურებაა. ამიტომ მინდა, მთელი გულით მივულოცო პედაგოგებს, ვუსურვო წარმატება და ჯანმრთელობა, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული და დაუფასებელი საქმეა,” – განაცხადა ჯეჯელავამ.

მინისტრის განმარტებით, დაუფასებელი საქმე პედაგოგობა იმიტომ არის, რომ ხშირად წარმატებას მხოლოდ საკუთარ თავს ვუკავშირებთ და იშვიადად, პედაგოგს.

განათლების მინისტრმა მთავრობის სახელით ყველა პედაგოგს მხარდაჭერა აღუთქვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები