LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიარქს, შეიძლება, კორონავირუსზე ტესტის ჩატარება შესთავაზონ

200
ilia 23

კათოლიკოს-პატრიარქის ექიმი ამბობს, რომ კვირის განმავლობაში, შეიძლება, ილია მეორეს ტესტის გაკეთება შესთავაზონ.

ცისანა შარტავა “ინტერპრესნიუსთან” საუბარში ამბობს, რომ პატრიარქს ჯერჯერობით PCR ტესტი არ გაუკეთებია.

შევთავაზებთ მერე, ვნახოთ საქმეები როგორ წავა, ამას სიტუაციის მიხედვით გავაკეთებთ. ჯერ ამას მნიშვნელობა არ აქვს. კვირის განმავლობაში შევთავაზებთ“, – განაცხადა შარტავამ.

რაც შეეხება პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს, როგორც ცისანა შარტავა ამბობს, მას ჯერჯერობით covid-19 არ დადასტურებია და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი არც რაიმე სიმპტომი აღენიშნება. მისივე თქმით, შორენა თეთრუაშვილი მეუფე ანტონის კონტაქტია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, კორონავირუსი დაახლოებით, 20-მდე სასულიერო პირს აქვს.

პოპულალურები