LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პატრიარქმა არ იცის, რომ მეუფე პეტრეს მისი მოკვლის მცდელობაში ადანაშაულებენ”

104

“საპატრიარქოში შორენა თეთრუაშვილის მეთაურობით არსებობს მცირე ჯგუფი და ედიშერ ქარჩავას დღევანდელი განცხადება სწორედ ამ ჯგუფის სცენარია“ – ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა განაცხადეს.

მათი თქმით, პატრიარქი ედიშერ ქარჩავას დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის მეუფე პეტრე ცაავასა და დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატრიარქის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს, ინფორმაციას არ ფლობს.

„პატრიარქს სჯერა მამა გიორგი უდანაშაულობის, ამის შესახებ მან ჩვენთან შეხვედრისას აღნიშნა. ჩვენ გვგონია, რომ საპატრიარქოს მცირე ჯგუფი შორენა თეთრუაშვილის მეთაურობით პატრიარქს ინფორმაციის დიდ ნაწილს უმალავს. ჩვენ ვაპირებთ, ედიშერ ქარჩავას ცილისწამებისთვის სასამართლოში ვუჩივლოთ,“ – აღნიშნეს ადვოკატებმა.

მათ ასევე კომენტარი გააკეთეს საპატრიარქოს იურისტის განცხადებასთან დაკავშირებითაც, სადაც ის დეკანოზ გიორგი მამალაძეს 50 მილიონი ევროს გათეთრებაში ადანაშაულებს და აღნიშნეს, რომ პატრიარქს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და ანას სამედიცინო ცენტრის და ქუთაისის საეკლესიო კლინიკის მართვის მინდობილობა დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის ჰქონდა გადაცემული და ის ყველაფრის საქმის კურსში იყო.

საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ დღეს განაცხადა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტ პეტრეს პატრიარქის მოკვლა სურდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები