LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიარქის იდეა “ოჯახის სიწმინდის” დემონსტრაცია დაუპირისპიროს უმცირესობის თვითგამოხატვის დღეს, დიპლომატიურ ნაბიჯად ჩავთვალე

2848
7708513337

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივაზე, “ოჯახის სიწმინდის”, ისვე როგორც ლგბტ თემის თვითგამოხატვის დღეს, მშვიდობიანი დემონსტრაცია მოეწყოს რუსთაველის გამზირზე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. როგორც მან თქვა, პატრიარქის ეს ნაბიჯი არის დიპლომატიური ჯესტი და მცდელობა, მღვდლებს, მრევლსა და ლგბტ თემს შორის დაპირისპირება თავიდან აიცილოს.

“პატრიარქის ინიციატივა, “ოჯახის სიწმინდის” დემონსტრაცია დაუპირისპიროს უმცირესობის თვითგამოხატვის დღეს, დიპლომატიურ ნაბიჯად ჩავთვალე. ამით მან რაღაც მოიმოქმედა, უფრო მშვიდობიანი, რომ ათასი საყოფაცხოვრებო ნივთით შეიარაღებული მღვდლების და მრევლის ბობოქარი ვნებები მოეთოკა და ალტერნატივა შეეთავაზებინა, ამით დაეცვა ლგბტ თემიც ფიზიკური ძალადობისგან და დაეცვა მრევლიც, სიძულვილით დაბრმავებისგან. ქუჩაში აყალმაყალის გარეშე, ერთდროულად ყოფნა დაასწავლა. წინ გადადგმული ნაბიჯია. იმედია, შემდეგი ნაბიჯიც მალე დადგება, როცა ადამიანების წმინდა და უწმინდურ ჯგუფებად გაყოფასაც აღარ ექნება ადგილი.

ჩემი მხრივ კი მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ როცა იმდენად გავიზარდე, რომ გავიაზრე, – არარაობა ვარ, იმასაც მივხვდი, – სიყვარულის გარდა უფლება არ გამაჩნია. მერე იმასაც რომ მივხვდი, იმდენად მაინც ვერ გავიზარდე, ყველა ადამიანი თანაბრად მყვარებოდა, კიდევ უფრო დავრწმუნდი ჩემს პაწაწინობაში და არარაობაში. წმინდა მხოლოდ იმდენად ხარ, რამდენ სიყვარულსაც შეძლებ. სიწმინდის პირველ კლასში სიძულვილის გაქრობა უნდა შეძლო, – თუ ვერ შეიყვარებ, გულგრილობა აკმარო შენი აზრით “ცუდიანებს”. შემდეგ კლასებში გადასასვლელად კი იბრძოლო შენს არარაობა თავთან, რომ სიყვარულში იმეცადინო, რამდენადაც გამოგივა.

ჩვენ ერთადერთი სვლა-გეზი გვაქვს, –
გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.
ჩვენმა ღმერთმა ამ ღვთაებრივ მცნებაში მტერიც იგულისხმა, მითუმეტეს, მოყვასის ნიშან-თვისებების ჩამოთვლა და დახარისხება არ დაუწყია.

გარდა იმისა, რომ კომიკურია, საკუთარ თავს იაფად მიანიჭო “უფრო წმინდას” ტიტული, არ შეიძლება გძულდეს ის, ვინც შენგან სიყვარულს ითხოვს. აი, შემოგვხედეთ, ჩვენ რა წმინდა ოჯახები გვაქვსო, არასწორი პასუხია იმ ადამიანების გულისტკივილზე, რომლებსაც უამრავ დაუმსახურებელ იარლიყს აკერებენ, მათი ფიზიკური თავისებურების გამო ბრაზით და აგდებულად მოიხსენიებენ. “სახლში დაეტიონო” – პასუხი აქვს ბევრს, დავიზეპირეთ უკვე, მაგრამ მხოლოდ მაშინ “დაეტევიან სახლში”, როცა “დაიმალე და დაეტიეს” აღარავინ ეტყვის. ჩვენ ყველას თანაბრად გვაქვს მზის სინათლეზე ყოფნის და საკუთარი, ერთმანეთზე უფრო არარაობა თავების გამომზეურების უფლება”, – წერს ფანჯიკიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები